გასულ წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თნამშრომლებზე პრემიის სახით 300 ათასი ლარი გაიცა. რადიო „ათინათის“ მიერ მოპოვებული საჯარო ინფორამციის თანახმად, აღნიშნული თანხის გაცემა 6–თვის განმავლობაში მოხდა, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2012 წლის მონაცემებით, 4 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბელქანიას დაუკავშირდა. ბელქანია წინამორბედის მიერ პრემიების გაცემას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი თავჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლებზე პრემიების გაცემა მკაცრად იქნება გაკონტროლებული და მხოლოდ დიდი დამსახურების საფუძველზე გაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები