სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს წერილი გაუგზავნა, მოთხოვნით, „ერთი კვირის ვადაში მოგვაწოდოთ ადგილობრივ მეწარმეებთან შეთანხმებული წინადადებები, სხვადასხვა დარგში გადამამუშავებელი საწარმოს შექმნისა და განვითარების თაობაზე“.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლმა, გიროგი თოდუამ განაცხადა, რომ გამგეობამ შექმნა საწარმოების ჩამონათვალი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე გაუგზავნა, თუმცა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი მონაცემების მიღება. ასევე თოდუა მოუწოდებს მეწარმეებს, რომლებსაც უკვე აქვთ საწარმოები და რიგი პრობლემების გამო ვერ ამუშავებენ, მიმართონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ სოფლის მეურნეობის სამსახურს.
„ჩვენ გვაქვს საწარმოების ჩამონათვალი, რომლებიც ფინანსური თუ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მუშაობენ, თუმცა ნაწილს, რომელიც ამუშავებულია სხვა რიგი პრობლემები აქვს. ყველა ეს მონაცემი გაგზავნილი გვაქვს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გეგმას ველოდებით, თუ როგორი კუთხით უნდა დავიწყოთ მათი ამუშავება და განვითარების პროცესი“,– განაცხადა გიორგი თოდუამ.
თოდუა აქვე დასძენს რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის საწარმოების ამოქმედება ვინაიდან აქცენტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზე და დასაქმებაზე გაკეთდება“.
მასალის გამოყენების პირობები