რუბრიკები
ცოტნე მურღულია განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდის მუნიციპალიტერტის საკრებულოს წევრი "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულია  განცხადებას ავრცელებს. მურღულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის ეფექტურობას ეჭქვეშ აყენებს. ამასთან, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ადგილობრივ თვითმმართველობას სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. რადიო "ათინათი " ცოტნე მურღულიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან დღემდე, საკრებულოს რიგი წევრების ინტერესს იწვევს იმ მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის შესწავლა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამფუძნებელ ან/დამმართველ პარტნიორად გვევლინება. ამ თვალსაზირისით, ინტერესს იწვევს შპს “სასტუმრო ანაკლიის”, შპს “განმუხური-ანაკლია რესორტის"  თუ სხვა მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგი. უფრო კონკრეტულად, ნიშანდობლივია ასეთ საწარმოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და მათი შრომითი ანაზღაურების მიმართება ამავე მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის ეფექტურობისა და რენტაბელურობის მაჩვენებლებთან, საწარმოს წლიური აუდიტის შედეგები, მიღებული დივიდენდების მიზნობრიობა, მათი ოდენობა და გახარჯვის მიზანშეწონილობა. ამასთან, იმ პირობებში,როდესაც მათი დიდი ნაწილი პარალიზებულია და ოპერირება უწევს მუნიციპალიტეტის სუბსიდიების მეშვეობით, გაუგებარია საწარმოს მრავალრიცხოვანი პერსონალის საჭიროების აუცილებლობა მათი ასტრონომიული ანაზღაურების გათვალისიწინებით. მეტი თვალსაჩინეობისთვის, ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილია ორი ან მეტი დირექტორით, დირექტორის მოადგილეებითა თუ სამსახურის ხელმძღვანელებით, რომელთა საშუალო ანაზღაურება 3000-5000 ლარის ფარგლებში მერყეობს. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ მივმართეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც მმართველი/დამფუძნებელი პარტნიორისგან მიგვეღო ასეთი ინფორმაცია, მათ შორის აუდიტის შედეგები. გაირკვა, რომ ისინი არ ფლობენ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ საზოგადოებას წარვუდგინოთ ოფიციალური პასუხები. თავის მხრივ, საზოგადოებისთვის მიგვინდია მუნიციპალიტეტის ქონებისადმი ასეთი დამოკიდებულება. ამ საკითხის შესწავლით, ჩვენი არაერთი მოთხოვნის/განცხადების შემდგომ, ერთი შეხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა თუ გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც დაინტერესდნენ.ამ მიმართულებით, განისაზღვრა შემდგომი სამუშაო მოქმედების სტრატეგია, რომელიც 2015 წლის დასაწყისიდანვე უნდა ამოქმდებულიყო. ამ მიმართულებით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს შეგნებულ სამსახურებრივ გულგრილობას, სავარაუდო კორფციულ ინტერესს ან/და არაკომპეტენტურობას, რაც მოცემულ შემთხვვეაში,თითოეული ერთმანეთზე უარესია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, იმედს ვიტოვებთ,რომ ყველა ის პირი, რომლის უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს მითითებული საკითხები, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს წინამდებარე ურთიერთობების შესწავლას საზოგადოების ფართო ნაწილისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით", - ნათქვამია ცოტნე მურღულიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.