PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/prokuratura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი პატიმარები მალხაზ და ლაშა არქანიები.
მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს, ენგურის ცენტრალურ ხიდზე ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ოკუპირებული რეგიონიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადმოტანისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლაშა არქანია კი 2011 წლის თებერვალში იარაღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავეს და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამნისტიის შედეგად მალხაზ და ლაშა არქანიებმა 2013 წლის 16 იანვარს დატოვეს საპატიმროები. არქანიების ადვოკატი ლექსო არქანია ყოფილი პატიმრების დაკითხვის შემდგომ რადიო „ათინათს“ ესაუბრა. მისი განცხადებით, გამოძიების მხრიდან ამ ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს და შესაბამისად ის მსხვერპლად არ სცნეს.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალი ედებათ პოლიციის მაღალჩინოსნებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს. კონკრეტულად, ქალაქ თბილისის #8 დაწესებულების და ზუგდიდის #4 დაწესებულების თანამშრომლებს და უშუალოდ ზუგდიდის ციხის ხელმძღვანელს, ამირან ჯანაშიას და თბილისის #8 დაწესებულების უფროსს ალიკო მუხაძეს.
პატიმრების მიმართ არასათანადო დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორად მეგის ქარდავა სახელდება, ასევე ზუგდიდის სამმართველოს გამომძიებელი ლაშა ყოლბაია, რომელმაც მუქარით და წამებით აიძულა მალხაზ არქანიას ნარკოტიკების შეძენა შენახვისათვის ყალბ დოკუმენტზე მოეწერა ხელი.
მალხაზ არქანიას დაკითხვა 2 თებერვლამდე გადაიდო, რადგანაც თავს შეუძლოდ გრძნობდა, ასევე წამების მუხლით მიმდინარეობს დაკითხვა ლაშა არქანიაზე. ადვოკატის განმარტებით მასზე განახორციელეს წამება წალენჯიხის სამმართველოს მაღალჩინოსნებმა და დაბა ჯვარის თანამშრომლებმა.
ლექსო არქანია აღნიშნავს, რომ მალხაზ არქანიას და ლაშა არქანიას სჭირდებათ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრში მკუნალობა, რადგანაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები