ზუგდიდის არტ-გალერეაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უმცროსკლასელთა კლუბის წევრებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი „ჭკუის კოლოფი“ გაიმართა. შეჯიბრი ყოველ სასწავლო წელს ტარდება, ამ სასწავლო წლის განმავლობაში თამაში მეხუთედ იმართება და მასში 1–6 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. ინტელექტუალურ თამაშში ზუგდიდის მინიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაა ჩართული. სასწავლო წლის ბოლოს ფინალური შეჯიბრის საფუძველზე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც „ჭკუის კოლოფის“ ტიტულს მიიღებს.
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაცია „ოდაბადეს“კოორდინატორის მედეა თორიას განცხადებით შეჯიბრში მონაწილე სკოლები თვითონ უზრუნველყოფენ გუნდების ჩამოყალიბებას. ხოლო კითხვები ძირითადად კლასგარეშე ლიტერატურიდან ირჩევა.
შეჯიბრში მონაწილე ბავშვების მშობლები რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ ეს ერთადერთი ინტელექტუალური შეჯიბრია რომელიც ზუგდიდში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები