ზუგდიდში, ყალბი დიპლომების გაცემის ბრალდებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ავტორიზებული საზოგადეოებრივი კოლეჯი „გამა“–ს რექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გია ფარულავა დააკავა.
რადიო „ათინათის“ სარწმუნო წყარო იტყობინება, რომ ფარულავას რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მრავალპროფილური დამოუკიდებელი კოლეჯის (ცნობისთვის, ზმდკ ბოლო გამოსაშვები დიპლომები 2008 წელს გასცა) დიპლომის მიღების მიზნით მოქალაქე ეწვია. მოგვიანებთ გაირკვა, რომ მოქალაქის მიერ დიპლომის მიღების პროცედურებისთვის გადახდილი ფული დანომრილი იყო. წყაროს ცნობით სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე მოხდა გია ფარულავას დაკავება.
ამ დროისთვის გია ფარულავა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები