ინტერნეტ გამოცემა ''AdAge'' აცხადებს, რომ 2013 წლის ბოლოს, შესაძლოა, YouTube-მ საიტზე განთავსებული მასალის ნაწილი ფასიანი გახადოს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ჯერჯერობით, არც ''Google Inc.''-ის (რომელსაც აღნიშნული ვიდეოჰოსტინგი ეკუთვნის), და არც ''YouTube''-ს წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უკვე თანხებიც სახელდება - 1-დან 5 დოლარამდე თვეში. ამასთან, რამოდენიმე თვის წინ ''YouTube''-ში განაცხადეს, რომ ზოგიერთი ვიდეომწარმოებელი მოითხოვს, რომ მისი პროდუქცია აღნიშნულ საიტზე ფასიანი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები