ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში დღეს იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ეკო -კლუბები, ასევე ჩართული იქნება სამ-სამი მოსწავლე სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტის 8 სკოლიდან. მონაწილეები შეისწავლიან ეკო-ტურიზმის განვითარებულ სფეროებს დასავლეთსა და ევროპაში. მაშტაბური ეკო-აქცია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ღონიზიებას პარტნიორობას პროგრამა: „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში“ უწევს. ეკო -აქციას ფლორიდის საერთაშორისო უნივერისტეტის წარმომადგენლები, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებიან.
პროექტის კოორდინატორი ნინო ლაღიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება, და მონაწილე ახალგაზრდები დააკვირდებიან ფრინველებს, ხოლო აქციის მეორე ნაწილი იქნება ფრინველების დარგოლვა რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ხასიათისაა.
მასალის გამოყენების პირობები