PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_1859.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დევნილი საზოგადოების ნაწილი ლტოლვილთა სამმართველოს უფროსის პოსტზე ირაკლი ქოჩუას კანდიდატურას აპროტესტებს (video)
18:12 / 04.02.2013
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი ქოჩუას დანიშვნის შესახებ ბრძანებისთვის მინისტრს ხელი ჯერ არ მოუწერია. პოსტზე შერჩეულ კანდიდატურას დევნილთა საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელმა განცხადება ლტოლვილთა სამმართველოს შენობაში გააკეთა. დევნილების განცხადებით მათ შეიტყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ქოჩუა სამმართველოში თათბირებს ატარებს. ისინი აცხადებენ, რომ ქოჩუა ჯერ ოფიციალურად არ არის დანიშნული თანამდებობაზე, ამიტომ მას ამის უფლება არ აქვს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მათ სურდათ დღეს 13:00 შეხვედროდენ ირაკლი ქოჩუას, თუმცა მან დევნილებთან შეხვედრა არ ისურვა.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები თანამდებობაზე დევნილის დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე დევნილმა უნდა იმუშაოს.
თავის მხრივ ირაკლი ქოჩუამ რადიო "ათინათთან" საუბარში უარყო სამსახურში გამოცხადებისა და თათბირის ჩატარების ფაქტი და დევნილთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას სიცრუე უწოდა. იგი აღნიშნავს, რომ მისი დანიშვნის შესახებ სამინისტროდან ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ მოსულა, შესაბამისად ის არ არის უფლებამოსილი გამოცხადდეს ლტოლვილთა სამმართველოში და ჩაატაროს თათბირი.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები