ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყალბი დიპლომების გაცემის ბრალდებით დაკავებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა, გია ესართიაზე გირაოს სახით 3000 ლარის და მასთან ერთად დაკავებულ ორ ქალბატონზე 2000 ლარის გადახდას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ესართია 2500, ხოლო ქალბატონები 2000-2000 ლარს გადაიხდიან.
სასამართლო პროცესზე სამივე ეჭვმიტანილმა თავი დამნაშავედ სცნო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გია ესართიას ადვოკატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 25 მარტს დაინიშნა.
უფრო ვრცლად
იხილეთ
მასალის გამოყენების პირობები