ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო პირების ნაწილი დაკავებულ თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. მათი უმცირესობა კი თანამდებობას იმავე სამსახურში ოღონდ სხვა პოსტზე, პირადი განცხადების საფუძველზე ინარჩუნებენ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ რეგიონული ბიუროს მიერ მოპოვებულ საჯარო ინფორმაციაშია მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი გოგიამ პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა, ხოლო აღნიშნულ თანამდებობაზე გოჩა კეკუტია დაინიშნა.
ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი მადონა ჯაბუა საკუთარი განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად. სამსახურის უფროსად კი ყოფილი გამგებლის, ალიკა ქობალიას მოადგილე დარეჯან გაბედავა დაინიშნა.
ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ესებუა საკუთარი განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურის მთავრ სპეციალისტად, რომელიც შემდგომ დანიშნულ იქნა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად, ხოლო ზემო ხსენებული სამსახურის ხელმძღვანელად ამავე სფეროში მომუშავე, მთავარი სპეციალისტი ეკატერინე თოდუა დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები