Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/419695_261884850611376_1778453547_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
გაითვალისწინებს თუ არა ზუგდიდის გამგეობა მიღებულ რეკომენდაციებს?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელთან, გიორგი თოდუასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში განიხილა. შეხვედრისას ყველაზე დიდი დრო 2013 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურებს დაეთმო. საიანიციატივო ჯგუფის რეკომენდაციით 2013 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა შერჩეული. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ცანავას თქმით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამგეობამ მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ის იმედს გამოთქვამს, რომ შემუშავებული რეკომედაციები მომავალში გათვალისწინებული იქნება. ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, გიორგი თოდუას თქმით, კარგია როდესაც საზოგადოება თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ასევე მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა გამგეობას წარუდგინა. თოდუა თანამოქალაქეებს ჰპირდება, რომ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადახდილი თითოეული ლარი იქნება გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავს შეხვედრებს საინიციატივო ჯგუფთან პერიოდულად გეგმავს, რათა განხილულ იქნას ნებისმიერი შემოთავაზებული ინიციატივა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივი ჩართულობის დონეს აამაღლებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.