ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფი გაზაფხულიდან გაიაფდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ გაზის ტარიფი 5-თეთრით შემცირდება და კუბური მეტრის ფასი 45 თეთრი იქნება. იგი ასევე არ გამორიცხავს ტარიფის კიდევ უფრო შემცირებას.
"ჩვენი სამინისტრო დღესაც მუშაობს ტარიფების შემცირებაზე, ეს ეხება მესამე კატეგორიას. გაზის ტარიფის შემცირებაზე მუშაობს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. პირველ ეტაპზე მოხდება ფასის 10%–ით შემცირება, მაგრამ ჯგუფი, რომელიც მუშაობს ტარიფებზე, განაგრძობს მუშაობას. ერთი კვირის განმავლობაში გამოცხადდება, რომ ტარიფები არის შემცირებული“,- განაცხადა კახი კალაძემ.
სამეგრელოს შპს სოკარ ჯორჯიას გაზის დირექტორმა ლევან ჭანიამ რადიო „ათინათთან საუბარში“ აღნიშნა, რომ რეგიონში გაზის გაიაფებასან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს დაგეგმილია სოფლებში დაწყებული სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, თუ რატომ არის შეფერხებული გაზის განვადებით შემოყვანა, ლევან ჭანიამ აღნიშნა, რომ სოფლებში დაწყებული სამუშაოების დასრულებასთან ერთად გაზის მიწოდებაც, სავარაუდოდ მარტიდან აღდგება. სამუშაოები დასამთავრებელია ასევე რუხში, ინგირსა ადა ახალ აბასთუმანში.
მასალის გამოყენების პირობები