ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქარტველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი "ჯვარი-1" სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 29680 აბონენტს.
ასევე, 7 თებერვალს ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ლესიჭინე, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი ცივი, რის გამოც გამოირთვება ქვესადგური ფოცხო I-II და ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრში სიფელ ფოცხოს 1302 აბონენტს.
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები