Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/HDV_1001.MP4_000021500.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
დევნილთა ნაწილი სამმართველოს თანამშრომლებს დევნილთა კუთვნილი ბინების გაყიდვაში ადანაშაულებს (video)
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ქოჩუა ოფიციალურად დაინიშნა. დევნილთა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მის კანდიდატურას აპროტესტებდა დღეს ქოჩუას სამუშაო კაბინეტში შეიკრიბა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, თეონა ქარდავამ ქოჩუას დევნილთა ნაწილის სახელით მიმართა, მან აღნიშნა, რომ ქოჩუამ მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილთან მოლაპარაკების შედეგად ერთპროვნულად დაიკავა თანამდებობა. თეონა ქარდავამ სამმართველოს ახალ უფროსს ძველი კადრების დათხოვნისკენ მოუწოდა. “თუ ეს ადამიანი ახალი ხელისუფლების ხედვის გამზიარებელია მან უნდა გაანთავისუფლოს ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია სამმართველოში და მათ ადგილას ვაკანსია გამოაცხადოს“, –აღნიშნა მან.  კრიმინალად ქარდავამ სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან მიქავა და დღემდე სამმართველოს უფროსის მოაგილის პოსტზე მყოფი გოჩა ელერჯია მოიხსენია. მისი განცხადებით მიქავა და ელერჯია დევნილებთან უკანონო გარიგებაში შედიოდნენ და მათ ფულის სანაცვლოდ ბინებს აძლევდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ქოჩუამაც გააკეთა. „თუ ამ ადამიანებს აქვთ არგუმენტები სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ მაშინ მიმართონ პროკურატურას",–აღნიშნა ქოჩუამ. მისივე განცხადებით ის ჯერჯერობით თანამშრომლებს კარგად არ იცნობს, მაგრამ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გოჩა ელერჯიამ დევნილების ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. „არსებობს დოკუმენტაცია, ბათუმში და ფოთში რომელი დევნილები როგორ და სად გადავიდნენ. მთავარია სახელმწიფომ დაუკანონა ეს ბინები მათ. ამის შემდეგ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გაყიდეს თუ გააქირავეს ეს საცხოვრებლები, ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. წარადგინონ მტკიცებულებები, თუ აქვთ. მე სამართალდამცავ ორგანოებთან სათანამშრომლოდ მზად ვარ“, – განაცხადა გოჩა ელერჯიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.