ინგრედიენტები:
კარაქი 100 გ
შაქარი 80 გ
კვერცხი 2
პიტნა 25 გ
ფქვილი 100 გ
რაფაელოს კანფეტები სურვილის შემთხვევაში
სოდა 1/2 ჩ.კ
მომზადების წესი:
პიტნის ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ. დააქუცმაცეთ ბლენდერში შაქართან ერთად. გადაიტანეთ თასში, დაამატეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და კიდევ ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და სოდა.
მიღებული ცომი გაანაწილეთ მაფინის 6 ფორმაში. გულში ჩააყოლეთ თითო "რაფაელოს" კანფეტი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გამოცხობის შემდეგ კექსები ღუმელშივე დატოვეთ ცოტა ხნით, 20-30 წუთი. შემდეგ გამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.
მასალის გამოყენების პირობები