ხობში „ქართული ოცნების“ საინიციატივო ბიურო ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი ვარაზ გაბედავა იქნა არჩეული.
როგორც ბიუროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ედიშერ ჯობავა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, ყრილობამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ერთხმად იქნა არჩეული. ყრილობაში მონაწილეობა 130 დელეგატიდან 122-მა მიიღო.
„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ანხორციელებს, გავატაროთ ჩვენს რაიონში და სიკეთე მოვუტანოთ ხალხს, „-აღნიშნა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
დელეგატების მიერ ერთხმად არჩეული კანდიდატი ხობის რაიონის მკვიდრია,“ ხელმძღვანელი არ იცნობს ხობის რაიონს მთლიანად, მაგრამ მე მას გვედით ვუდგავარ და ჩევნ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ის პოლიტიკა განვახორციელოთ, რაც ხობისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანია.“-აღნიშნავს ედიშერ ჯობავა.
მასალის გამოყენების პირობები