რუბრიკები
ხილის ჟელე - მსუბუქი და არომატით სავსე დესერტი
ინგრედიენტები: წყალი 120 მლ ჟელატინი 3 ს.კ შაქარი გემოვნებით შამპანური (წითელი ტკბილი ღვინო ან წვენი) 600 მლ მარწყვი 2 ჭიქა (წვრილი, ან დაჭერით დიდი ზომის მარწყვები) ჟოლო 2 ჭიქა მოცვი 2 ჭიქა მომზადების წესი: ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დაალბეთ 20 წუთი. . შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ბოლომდე გაადნეთ, მაგრამ არ აადუღოთ. შეურიეთ შამპანური (ღვინო ან წვენი). ფორმაში (20x10) ჩაალაგეთ ხილი (გაყინული ხილი წინასწარ არ გაალღვოთ), დაასხით ჟელატინიანი სითხე და შედგით მაცივარში. თუ ტკბილი ჟელე გსურთ, წყალში ჟელატინთან ერთად შაქარიც დაამატეთ თქვენი გემოვნების მიხედვით. მაგრამ თუ ჟელეს ხილის წვენით ან ტკბილი ღვინით გააკეთებთ, შესაძლოა შაქარი აღარ დასჭირდეს. სერვირების წინ ფორმა რამდენიმე წამით ჩადგით ცხელ წყალში, შემდეგ თეფშზე ამოაბრუნეთ ჟელე - უფრო ადვილად ამოვა. დესერტში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი სასურველი ხილი: უკურკო ალუბალი, მაყვალი, მოცხარი, ფორთოხალი, ატამი (მათ შორის კონსერვირებული).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.