ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოძრაობა „პატრიოტები“- ს წარმომადგენლებმა, როგორც თავად აცხადებენ, მათზე განხორციელებულ ზეწოლებზე პრეკონფერენცია გამართეს. მოძრაობა „პატრიოტები“-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგა ხოჭოლავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე ფარული ნომრიდან, სატელეფონო მუქარები ხორციელდება. ასევე მისი თქმით ქუჩაში ქვეითად მოძრაობის დროს, საპატრულო პოლიცია აჩერებს და ჯიბეებს უმოწმებს. ხოჭოლავა ამ ფაქტს ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს.
„მოვითხოვ რაიონულმა პოლიციამ გამოიძიოს ეს საკითხი და ასევე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით. ახალგაზრდები, რომლებიც განწყობილნი არიან ხელი შეუშალონ ქვეყენაში ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, მათზე ზეწოლა არ უნდა ხორცილედებოდეს“,- აცხადებს ხოჭოლავა.
ხოჭოლავა ასევე მიმართავს იმ ახალგაზრდებს ვისზეც ზეწოლა ხორცილედება, ხმა ამოიღონ და საჯაროდ დააფიქსირონ აღნიშნული ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები