Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/devnilebiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
მამუკა ცოტნიაშვილიმა დღეს რამდენიმე ათეული დევნილის პრობლემა მოისმინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში და კერძო ბინებში მცხოვრები დევნილები დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილსა და აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროს ირაკლი ქოჩუას შეხვდნენ. სამმართველოს შენობაში მისული დევნილები მინისტრის მოადგილეს თავიან პრობლემებზე ესაუბრნენ. მათი უმრავლესობა საცხოვრებელი ფართების უქონლობასა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უჩიოდა. დევნილებმა ცოტნიაშვილს ზუგდიდში დაგეგმილი დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების აშენებამდე ალტერნატიული ფართის გამოყოფა თხოვეს. რამდენიმე მათგანმა მინისტრის მოადგილეს ალტერნატიული ფართების სახით ქალაქში მდებარე  ცარიელ ობიექტზე მიუთითა.  დევნილმა ქეთვან ჯობავამ "ათინათთან" საუბარში განაცხადა, რომ მან ცოტნიაშვილს ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობა, თბილისის ქუჩაზე მდებარე ჩაის ფილიალის შენობისა და მოზრდილთა პოლიკლინიკის შენობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განცხადებით მინისტრის მოადგილე დაპირდა, რომ მათ წინადადებებს გაითვალისწინებს და დღის ბოლომდე თავადაც მოაწვდის ინფორმაციას იმ ობიექტების შესახებ, სადაც მშენებლობების დასრულებამდე დევნილთა ცხოვრება შესაძლებელი იქნება. შეხვედრაზე ასევე იმყოფედონენ „დევნილთა საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი თეონა ქარდავა და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი მანანა გაბელაია. თეონა ქარდავა ცოტნიაშვილს ზედაეწერის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილების მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა  და ასევე კარავის დევნილების პრობლემებსაც შეეხო. მინისტრის მოადგილის განცხადებით ის ყველა დევნილის პრობლემას მოისმენს და მათთან თანამშრომლობის გზით ეტაპობრივად იზრუნებს პრობლემების მოგვარებაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.