Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/atinati.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/atinati.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/atinati.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/atinati.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან თუ ბრძოლა "სკამებისთვის"
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში არასამთავრობო ორგანიზაციებსა  და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგიონალურ ბიუროებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან,  მამუკა ცოტნიაშვილსთან შევედრა გამართეს. შეხვედრა ხმაურის ფონზე გაიმართა. შეხვედრაზე რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ „ეს იყო სკამებისთვის ბრძოლა“. პირველი კითხვა მინისტრის მოადგილის მისამართით, სამეგრელო–ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის, ირაკლი ქოჩუას დანიშვნას ეხებოდა. როგორც ცოტნიაშვილმა აუდიტორიას განუმარტა, ამ თანამდებობაზე სამი კანდიდატი განიხილებოდა, დევნილთა სამინისტრომ აქტიურად შეისწავლა თითოეულის მონაცემები და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ დევნილების 2013 წლის სატრატეგიულ  გეგმაზე და მისი განხორციელების ვადებზე. ცოტნიაშვილის თქმით დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენენებლად, ტენდერი თებერვლის თვეში გამოცხადდება. აქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კორპუსების მშენებლობაში ძირითადად  დევნილები იქნებიან დასაქმებულები და ისინი თვითონ მიიღებენ  საკუთარი სახლის აშენებაში მონაწილეობას. ხოლო მშენებლობის ხარისხის მონიტორინგს, სპეციალურად შექმნილი ა.ო ორგანიზაციები გაუწევენ. მედიასთან საუბარში კი „აფხაზეთის ადვოკატთა და ბიზნესმენთა კავშირის“ ხელმძღვანელი, მიმოზა ცხონდიას  თქმით  ქოჩუას დანიშვნა ამ თანამდებობაზე მოხდა პროცედურების დარღვევით. მისივე თქმით, უნდა ყოფილიყო ღია კონკურსი და კონკურსის სახით უნდა გასულიყო ერთი კანდიდატი.  ქოჩუას დანიშვნა ცოტნიაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.- აღნიშნა ცხონდიამ. შეხვედრის ორგანიზატორი „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ნონა უბილავას თქმით ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა ქოჩუას დანიშვნასთან დაკავშირებით. რატომ არ არის ამ პოსტზე დანიშნული პირი დევნილი,  ასევე რატომ არ ჩატარდა ღია კონკურსით კანდიდატის შერჩევა?!  თუმცა უბილავას თქმით გარდა ამ საკითხისა მინისტრის მოადგილესთან  აბსოლუტურად ყველა საკითხს შეეხებიან, რაც დევნილებს აქამდე აწუხებდათ. რადიო „ათინათის“ კითხვაზე  ფოცო-ეწერში და ფოთში ე.წ. ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან დაკავშირებით სამინისტროს რა გეგმები აქვს? ცოტნიაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე დევნილთა სამმართველოს მინისტრმა  დავით დარახველიძემ ფოცხოს პროექტი როგორ შეცდომა ისე შეაფასა. და დასძინა რომ მოხდება საკითხის შესწავლა და ამის შემდეგ მიიღებენ საჭირო ზომებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.