Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/berdia-kalandia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
წალენჯიხაში "ქართული ოცნების" რაიონულ ორგანიზაციას ბერდია კალანდია უხელმძღვანელებს
წალენჯიხაში პარტია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციას დღეიდან პროფესიით ჟურნალისტი, ბერდია კალანდია უხელმძღვანელებს. პარტიის ყრილობაზე უმრავლესობის წარმომადგენელი  ელისო ჩაფიძე, ზუგდიდის "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა გოგია და "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი კახა მიქაია ესწრებოდნენ. ელისო ჩაფიძემ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და უახლესი ისტორიის ექს-კურსი გააკეთა. როგორც ჩაფიძემ განაცხადა "ისინი არ დაუშვებენ, რომ საქართველო საკნებისა და კორუფციის ხანაში დაბრუნდეს". ყრილობის დაწყებამდე  წალენჯიხის "ქართული ოცნების" აქტივისტების ნაწილმა ჩაფიძეს მათი პრეტენზიები ბერდია კალანდიას კანდიდატურასთან დაკავშირებით მოახსენეს. ჩაფიძის თქმით, თითოეულ  იმ ადამიანს, ვინც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" რიგებში იდგა მიუხედევად ზეწოლისა და მუქარისა მიეცემა შესაძლებლობა პაარტიაში გაწევრიანდეს. ყრილობაზე დასწრების მანდატი 90 ადამიანზე იყო გაცემული. დელეგატების უმრავლესობას სკოლის პედაგოგები წარმოადგენდნენ. ბერდია კალანდიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით 87 -3 წინააღმდეგ დამტკიცდა. რადიო "ათინათის" კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა  იმ ფაქტს, რომ დელეგატთა უმრავლესობა იყო ახლად გაწევრიანებული და "ქართული ოცნების" აქტივისტთა დიდ ნაწილს ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ჩაფიძის განმარტებით, ყველა იმ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ პარტიაში გაწევრიანდეს და ჩვენთან ერთად გააგრძელოს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბერდია კალანდიას განცხადებით - " ეს იყო "ქართული ოცნების" პირველი გამარჯვება წალენჯიხაში და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ყველაზე პრობლემატური საკითხები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება და ა.შ რაიონში პრიორიტეტული იყოს".  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.