Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/senaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
რაიონული ყრილობა და უმანდატოდ დარჩენილი "ქართული ოცნების" აქტივისტები
სენაკში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი მორაგბე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დავით კილასონია აირჩიეს. კონფერენციაზე „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილს მანდატი არ მიუღია, რამაც მათი განაწყენება გამოიწვია. მანდატის გარეშე დარჩენილები კილასონიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სენაკის მაჟირიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილთან კავშირში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტი და უმანდატოდ დარჩენილი მზია გადელია, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ კილასონიას სახით რაიონულ ბიუროს „ნაციონალი“ ხელმძღვანელი ჰყავს. მისივე თქმით, ის გაუძღვება გუნდს და  პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან უვადო შიმშილობის აქციას გამართავენ. თუმცა მანდატიანების რიგებში კილასონიას კანდიდატურას დადებითად აფასებდნენ და უმანდატო აქტივისტებს,, ყოფილი ხელისუფლებისაგან მართულებს უწოდებენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ინგა ქარდავა დავით კილასონიას თავჯდომარედ არჩევის ფაქტს მიესალმება და აღნიშნავს, რომ კილასონია არის ღირსეული კანდიდატი, ხოლო უმანდატოდ დარჩენილი აქტივისტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟის შემსრულებლები. თავის მხრივ დავით კილასონია მედიასთან საუბარში აცხადებს რომ, ის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებას თავის გუნდთან ერთად შეეცდება. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით კი კილასონიას ურჩევნია რომ საქმე გააკეთოს და იმან  გამოაჩინოს ვიდრე გეგმებზე წინასწარ ისაუბროს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.