რუბრიკები
ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები ჩხოროწყუში დევნილებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სოფლად სახლის, მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის, იპოთეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლი უკვე შეისყიდა. შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები. მინისტრის მოადგილეები დევნილთა უფასო გამოკლვევების პროცესს  დაესწრნენ,  რომელიც სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკების „გორმედისა“ და „სენამედის“ ექიმებმა ჩაატარეს. გამოკვლევები ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა. დევნილებს მოემსახურნენ: ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი.  მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას კლინიკებმა უზრუნველყვეს პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.