სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ზუგდიდში თებერვლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, კახაბერ ჩანგელიამ მიაწოდა. მისი განცხადებით ამ ეტაპზე ბენეფიციართა სიების გადამოწმება მიმდინარეობს. შეღავათით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 23 ათას 826 ბენეფიციარი ისარგებლებს.
მონაცემთა ბაზა სამინისტრომ გამგეობის სპეციალური სამსახურების მიერ მიიღო.
100 ლარიან ბარათებს 0-0.25 ჰექტრამდე სახნავ-სათესი სასოფლო სამეურნო მიწების მფლობელები მიიღებენ, ხოლო ვისაც საკუთრებაში 0.25-1.25 ჰექტრი მიწა აქვს, მათ მიწებს დაუმუშავებენ, მოუხნავენ და სასუქს შეიტანენ. 1.25 დან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების მფლობელებს კი 640 ლარიანი ბარათი გადაეცემათ, - განაცხადა კახაბერ ჩანგელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ადამიანები რომლებიც სახნავ მიწებს არ ფლობენ, მაგრამ მრავალწლიანი ნარგავები გააჩნიათ, 0 დან 0.25 ჰექტრის-ის ჩათვლით 100 ლარიან ბარათებს მიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები