ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი დათო ქვარაია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა. მინისტრმა
ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო "რესპუბლიკა" ცოტა ხნის წინ დატოვა.
დაჭრილ პოლიციელს ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქრად პირადი, "გლოკის" ტიპის იარაღი გადასცა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დათო ქვარაია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. "დავით ქვარაია ღირსეული პოლიციელია,"-აღნისნა მინისტრამა.
პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ზუგდიდში 12 თებერვალს დაჭრეს. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, ქვარაიას ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. გუშინვე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო.
ინფორმაცია პოლიციის ლეიტენანტის დაჭრის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები