Tesla Motors-მა,რომელიც ელექტრომობილებს უშვებს, წინა კვირას სიახლე წარმოადგინა-აკუმულატორის სისტემა სახლისთვის.მოწყობილობას საფუძვლად უდევს ლითიუმ-იონური ბატარეა,რომელთა დამუხტვა შესაძლებელია მზის პანელების ან სახლის ელექტროქსელების საშუალებით.სისტემა ავტონომიურობას ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც, თუ სახლს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
სისტემის პრეზენტაციაზე ლოს-ანჯელესში,კომპანიის ხელმძღვანელმა ელონ მასკმა განაცხადა,რომ პროექტი მსოფლიოში ენერგიის მოხმარების პროცესს შეცვლის.ეს პროექტი ჯდება Tesla-ს საერთო კონცეფციაში,რომლის მიხედვითაც რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოხდეს უარის თქმა არაგანახლებად ენერგიის წყაროებზე.
სისტემა,რომლის სიმძლავრე 10 ათასი კილოვატ საათია, $3.5 ათასი ეღირება, მონტაჟის ღირებულების გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები