Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/tyvicali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა 3 პრიორიტეტს მოიცავს (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართუილობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. სტრატეგიებზე ექსპერტები სამუშაო ჯგუფთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ მთავარი ამოცანა სტრატეგიული განვითარების ხედვის ჩამოყალიბება იყო. ქვეყნის ძირითადი ამოცანების და მიმართულებების გათვალისწინებით ამ ეტაპზე შემუშავებულია დოკუმენტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას განცხადებით  დოკუმენტში შესულია ისეთი საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო იქნება. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებში 3 ძირითადი მიმართულებაა შესული. ესენია: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა მცირე ბიზნესებთან ერთად და ტურიზმი. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში შედის  ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მყარი ნარჩენების მართვა. სოფლის მეურნეობა მცირე გადასამუშავებელი საწარმოების შექნას გულისხმობს, ხოლო ტურიზი საინფორმაციო საქმიანობასა და  ანაკლიაში მცირე სასტუმროების მშენებლობას მოიცავს. მისვე განცხდაებით ასეთი დოკუმენტის არსებობის აუცილებელობას   მთავრობის მიერ 2013 წლის 7 თებერვალს მიღებული დადგენილება მოიცავს. და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება სწორედ ამ დოკუმენტზე იქნება დამოკიდებული.  არსებული დოკუმენტი ამჟამინდელი სახით განსახილველად საკრებულოში ერთი კვირის ვადაში შევა და მის შემგდომ განხილვასა და ცვლილებების შეტანაში მონაწილეობას საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოები მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.