ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, 5 სართულიან საცხოვრელ კორპუსებთან, მდებარე მიტოვებულ ავტოფარეხში ახლგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით ცხედარი 1987 წელს დაბადებულ მამაკაცს ეკუთვნის. თვითმხილველების თქმით, ცხედარი სახის არეში დასახიჩრებულია ამიტომ მისი ამოცნობა ჭირს. ავტოფარეხის მახლობლად მდებარე კორპუსის სადარბაზოში აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილს ეკუთვნის. სისხლის კვალი მეხუთე სართულამდე აღწევს.
აღნიშნული ინფორმაცია რადიო "ათინათს" საპატრულო პოლიციამ დაუდასტურა, თუმცა საპატრულო პოლიციაში განაცხადეს, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და საქმის დეტალებს კრუმინალური პოლიცია იძიებს.
როგორც რადიო "ათინათს" წყარომ აუწყა მამაკაცის მოკვლის მიზეზი სავარაუდოდ ქალთან არის დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები