დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლა გაძარცვეს, როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში სკოლის დირექტორი მანანა ვართაგავა აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც დირექტორმა რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა დილით ცხრის ნახევარზე ორი საკლასო ოთახი გაქურდული დახვდა. მისივე თქმით წაღებულია ინტერნეტ- გამანაწილებელი, მეორე კლასის რამდენიმე სახელმძღვანელო და სამი ელექტრო ღუმელი. „ მაშინათვე დავუკავშირდი პოლიციის სამმართველოს და ისინი უკვე მუშაობენ ვითარების გამოსაძიებლად“. აღნიშნავს მედიასთან საუბარში სკოლის დირექტორი, მანანა ვართაგავა.
მასალის გამოყენების პირობები