დღეს შსს სამეგრელო-ზმო სვანეთის სამხარეოს მთავარ სამმართველოში პრევენციული ღონისძიება სახელწოდებით „არასრულწლოვანი და დანაშაული“ ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანია მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა –აცილების მიზნით მუშაობის გააქტიურება და ასევე საზოგადოების აქტიური ჩართულობა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად პრევენციულ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ძნელად აღსაზრდელი არასრულწლოვნები, ზუგდიდის ნომერ მეოთხე და ნომერ პირველი ოდიშის, ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში შემავალი საქალაქო და რაიონული განყოფილების არასრულწლოვანთა კუთხით მომუშავე უბნის ინსპექტორები. შეხვედრა მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს და მის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრეს.
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის კობა ცერცვაძის განცხადებით "ღონისძიების მთავარ მიზანია პრევენციული ღონისძიების გატარება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. სამეგრელო-ზენმო სვანეთში სტატისტიკის მიხედვით არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული არ გაზრდილა".აღნიშნა მედიასთან ცერცვაძემ.
"ახალგაზრდებში ძალადობისა და კრიმინალის პრობლემა, ეს მთლიანად საზოგადოების პრობლემაა", ასე აფასებს მედიასთან საუბარში, ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია. მისივე თქმით შეხვედრაზე ზუსტად იყო ჩამოთვლილი ყველა ის პრობლემა, რაც საზოგადოებაში არსებობს და არასრულწლოვანს, დანაშაულისკენ უბიძგებს. ამიტომ საჭიროა სწორი მიდგომები და მეთოდები, რომ მოხდეს პრევენცია და შემცირდეს დანაშაული ახალგაზრდებში. აღნიშნა ხასიამ.
თავის მხრივ ასოციაცია "ათინათის" ფსიქოლოგი მაკა გოგოხია დასძენს, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცლებელია,რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და განისაზღვროს თითოეული ადამიანის როლი ამ კუთხით, რათა მომავალში ავიცილოთ ყველა არასასსურველი შემთხვევა".
მასალის გამოყენების პირობები