გაეროს ახალ სამეცნიერო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხელოვნური ქიმიკატები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების ათასობით პროდუქტში გამოიყენება, რიგი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მკვეთრი ზრდის მიზეზად იქცა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სინთეტიკური ქიმიკატები ჰორმონალურ კიბოს, დიაბეტს, ალცგეიმერის სინდრომს, უნაყოფობას და ემბრიონალურ გადახრებს უკავშირდება .
ასევე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ქიმიკატებმა შესაძლოა ბავშვის განვითარების პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის ისეთი დაავადებები, როგორიცაა აუტიზმი და დისლექსია, ასევე ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში .
მასალის გამოყენების პირობები