ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე #14-ში, პროექტის „ ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში შეტანილი ცვლილებების, საზოგადოებისთვის გაცნობა.
პროექტის ფარგლებში სოციოლოგიური კვლევა 7 რეგიონის სოფელში ჩატარდება.
კვლევაში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტისა და სოფლების რწმუნებულები. პროექტის პარტნიორია შესაბამისობის საზედამხედველო საბჭო.
მარტის თვეში 7 რეგიონში დაგეგმილია ვორკშოპი ასევე OECI-ისა და ექსპერტების მონაწილეობით ტრენინგები ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები