საქართველოში გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და ყველა დასახლებას საკუთარი თვითმმართველობა ეყოლება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი რეფორმა, გადაწყვეტილების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.
“ეს არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ განვითარებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას.
ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ დეცენტრალიზაციას. რეფორმის შედეგად ის ფუნქციები, რომლებიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა დროთა განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გადავა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს რადიო „ათინათთან“პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავა აკეთბს. გუნავა ამ პროექტს ნაჩქარევ მოსაზრებად მიიჩენვს და დასძენს, რომ თუ დეცენტრალიზაციაზეა საუბარი მაშინ მთავრობას მარტო მუშაობა გაუჭირდება. ასევე გუნავამ, გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების პროექტი არასწორ რეფორმად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე 32 საკითხს განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები