Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/guram-odisharia.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
კულტურის სამინისტროს ზუგდიდის თეატრთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არა აქვს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ესტუმრა. მინისტრს თან ახლდა პირველი მოადგილე, მარინე მიზანდარი და მინისტრის მრჩევლები ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და გიორგი გეგეჭკორი. კულტურის მინისტრმა  ზუგდიდის თეატრი ხელმძღვანელობასთან, თეატრის დასთან და რეჟისორთან ერთად დაათვალიერა. თეატრს წლებია აწვიმს, რის შედეგადაც ჭერი ნახევრად ჩამოშლილია, თუმცა თეატრი, ამ დრომდე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათებით და სხვა ტექნიკური მოწყობილობით მოღვაწეობს. დამპალი იატაკი და ობ მოდებული გარდერობი, ეს  თეატრის დღევანდელი რეალობაა. როგორც ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა მაია კალანდიამ აღნიშნა, წინა წლების გაანგარიშებით დაახლოებით  მილიონ ნახევარი ლარია სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო. "ზუგდიდის თეატრი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ესეთი მდგომარეობა მე თეატრში ფაქტიურად არ მინახავს ის ნახევრად დაშლილია. თვითონ განათების სისტემიდან დაწყებული საგრიმიორო არ არსებობს. ასევე არ არსებობს რეკვიზიტების დასამზადებელი ოთახი." განაცხადა თეატრის დათვალიერების შემდეგ გურამ ოდიშარიამ. მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთის, რომ უზარმაზარი ტრადიციების მატარებელი თეატრი წელში გაიმართოს. თუმცა რადიო "ათინათის" კითხვაზე აქვს თუ არა  სამინისტროს კონკრეტული გეგმა?  მინისტრმა გვიპასუხა, რომ  კონკრეტული გეგმა არ ასრებობს, თუმცა  სამუშაო პრიორიტეტები განისაზღვრა და ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რეგიონებში თეატრის დახმარებაა. გნაცხადა გურამ  ოდიშარიამ. თეატრის ხელმძღვანელს, შთაბეჭდილება რჩება, რომ აქამდე კულტურის მინისტრს არ სჯეროდა თეატრში არსებული ვითარების მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თეატრის მდგომარეობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ფლობდა. თეატრის ხელმძღვანელი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში თეატრის, სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.