სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ეგიდით ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩასახლებული სოციალურად დაუცველებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გუბერნიის აპარატის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „დევინილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“. გუბერნიის აპარატის დახმარებით კი აქციას შემოუერთდნენ განვითარებისა და რეაბილიტაციის ცენტრ თანაზიარიის პედეატრები, რომლებმაც დევნილ ბავშვებს სამედიცინო მომსახურეობა გაუწიეს.
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა სავადმყოფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ორმოცამდე ოჯახს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და სხვადასხვა საჭირო ნივთები გადასცეს.
განვითარებისა და რეაბილიტაციის ცენტრის მენეჯერი ნონა თორდია აღნიშნავს, რომ აქცია ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. “ცერნტრის მხრიდან აქციაში მონაწილეობა ორმა პედეატრმა მიიღო, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა კვალიფიკაციის ექიმებიც ჩაერთვებიან.“ აღნიშნა ნონა თორიამ
სამეგრელოს საინიციატივო ჯგუფის წევრმა სერგი ჯანაშიამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ მსგავსი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები