20 და 26 თებერვალს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში სამეგრელო - ზემო სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა , მასში მონაწილეობა ზუგდიდის ,ფოთის ,ხობის, ჯვარის, სენაკის , მარტვილის და წალენჯიხის, 70 -მდე მოჭადრაკემ მიიღო.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა . დახურვის დღეს გამოვლინდნენ სამეგრელოს ჩემპიონები, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები, ასევე 10 და 16 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების საგზურის მფლობელი მოჭადრაკეები . პრიზიორები სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ფედერაციის მიერ დაწესებული თასებით და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
16 წლამდე ჭაბუკთა შორის სამეგრელოს ჩემპიონი გახდა ნიკა ღვამბერია, მეორე ადგილს თემური ოთხოზორია დაეუფლა, მესამე ადგილზე კი ლუკა შამუგია გავიდა.
16 წალმედე გოგონათა შორის ჩემპიონატი ადა ქაქუთია გახდა . მე -2 -ე ადგილი ანი ჭანტურიამ, მესამე კი მაია ბეჭვაიამ დაიკავა.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩემპიონი ზუგდიდელი გიორგი ნაყოფია გახდა , ხოლო მეორე ადგილზე ალიკა ქარაიამ და მესამე ადგილზე გიორგი ლემონჯავა გავიდა.
ასევე 10 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა დიანა ლომაია, მეორე ადგილი დაიკავა ეკატერინე ბეჭვაიამ, ხოლო მესამე ადგილზე ელენე გაბესკირია გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები