ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “ათინათთან” გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღურწკაიამ დაადასტურა. ღურწკაია ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი სოფლის რწმუნებულებმა დაწერეს განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. "ვიცი რომ ერთ-ერთი სოფელ კორცხელის რწმუნებულია",- აღნიშნა რადიო " ათინათთან" საუბარში მაია ღურწკაიამ.
ღურწკაიას თქმით, ამ წუთებში გამგეობაში სოფლის რწმუნებულების შეცვლასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა მიმდინარეობს და დასძენს, რომ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ გაცემულა და არც ახალი კანდიდატურა განიხილება.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე რწმუნებულების მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება არის თუ არა მათი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე? მაია ღურწკაია განმარტავს, რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწერეს აღნიშნული განცხადება და ეს არანაირად არ განიხილება პოლიტიკურ ჭრილში.
სოფელ კორცეხელის რწმუნებულმა, ვარადებულ ლაშხიამ რადიო „ათინათს“ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა და დასძინა, რომ მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 15 თებერვალს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწერა.
მასალის გამოყენების პირობები