ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე განსახილველად გატანილი 22 საკითხიდან თითოეული მათგანი საკრებულოს წევრების მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული.
სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესახებ დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც გამგეობაში იურიდიული დახმარების სამსახური ჩამოყალიბდება.
განხილულ და დამტკიცებულ იქნა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შესახებ ახალი დებულება“, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდა და დაიხვეწა რწმუნებულების ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში.
აქვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიდულ და სამანდატო, სარევიზიო საკითხთა, საფინანსო, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიების მიერ 2012 წლის ანგარიში იქნა წარდგენილი. ამავე კომისიამ საკრებულოს წარმომადგენლებს 2013 წლის სამუშაო გეგმა გააცნო.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა დავით სხულუხიამ განსახორციელებელ საკითხთა ნუსხაში რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გზების რებილიტაციის და გარე განათების პროექტები გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის დასუფთავების სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და საუკეთესოა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კეთილმოწყობის ცენტრისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ნაყოფიერ მუშაობაზე. დავით სხულუხიას განცხადებით ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ზუგდიდისთვის ყველაზე მტკივნეული წერტილია. საკრებულო არ ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას და ბოლომდე ვერ უწევს რეგულაციას აღნიშნელ საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები