აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თორნიკე კილანავა, დღეიდან ზემო აღნიშნულ პოსტს აღარ უხელმძღვანელებს. როგორც რადიო "ათინათს" კილანავამ განუცხადა, პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და დღეიდან ფიზიკური პირია.
გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სხვა თანამდებობაზე ნიშნავენ, ამის შესახებ კილანავამ განაცხადა, რომ ჭორებზე საუბარს არ აპირებს, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციას აუცილებლად გააჟღერებს. კილანავამ კომენტარის ბოლოს რადიო "ათინათს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თორნიკე კილანავა 2008 წლიდან 2013 წლის 28 მარტამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელის პოსტს ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
მასალის გამოყენების პირობები