ამერიკულმა ჟურნალმა "Forbes" მილიარდერთა ახალი გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა.
Forbes-ის რეიტინგით 2013 წლის ყველაზე მდიდარ ადამიანად ლათინოამერიკული ტელეკომუნიკაციების იმპერიის America Movil -ის მფლობელი კარლოს სლიმ ელუ დასახელდა. მისი ქონება $73 მილიარდს შეადგენს. სლიმი უკვე მეოთხე წელია არავის უთმობს პირველობას.
მეორე ადგილზე, ისევე, როგორც შარშან - Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსია, $67 მილიარდიანი ქონებით. რეიტინგის მესამე პოზიციაზე-სავაჭრო იმპერიის Inditex -ის დამფუძნებელი, Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა ($57მილიარდი). მეოთხე ადგილზე-ინვესტორი უორენ ბაფეტი ($53,5 მილიარდი). ტოპ ხუთეულის ბოლოში Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი მოექცა ($43 მილიარდი).
ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენად, ისევე როგორც გასულ წელს, ალიშერ უსმანოვი აღიარეს ( $17,6 მილიარდი). მსოფლიო რეიტინგში, უსმანოვი 34-ე პოზიციაზეა.
მასალის გამოყენების პირობები