ბულგარეთის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ ლონდონში 2010 წელს მოპარული სტრადივარიუსის ვიოლინო აღმოაჩინეს.
ოპერაცია ბულგარეთის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციასთან ერთად ჩაატარა. ბრიტანული მხარე ამჟამად მუსიკალური ინსტრუმენტის ექპერტიზას ატარებს.
ბრიტანული პოლიციის გამომძიებლები საერთაშორისო ექსპერტებთან და სადაზღვევო კომპანიის წარმომდგენლებთან ერთად აპირებენ გამოძიების ჩატარებას.
სტრადივარიუსის 1696 წლის ვიოლინო 2010 წლის ნოემბერში ლონდონის მეტროპოლიტენ იუსტონში მოიპარეს. სამხერთეკორეელ მუსიკოსს მინ ჩჟინ კიმს, სტრადივარის ვიოლინო მაშინ გამოსტაცეს ხელიდან, როდესაც ის სენდვიჩს ყიდულობდა.
მასალის გამოყენების პირობები