ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ იმსჯელა.
ნანა ოდიშარიას თქმით, გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით მომართვიანობა კვირის მონაცემებით საკმაოდ მაღალია. საავადმყოფოს კვირაში 140 მდე პაციენტი აკითხავს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სტაციონარში საკმარისი რაოდენობით მედიკამნტები აქვთ. ასევე ჯანდაცვის სამსახური საჯარო სკოლებში მუდმივ მონიტორინგს ატარებს.
საზოგადოებრივმა საბჭოს წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე რამდენიმე განსახილველი საკითხი დააყენეს, როგორც საბჭოს თავმჯდომარე რეზო ხაინდრავამ განაცხადა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა საბჭოს მიერ მოწოდებული რეკომენდაცია, სტუდენტებისთვის უფასო და შეღავათიანი მგზავრობის შესახებ.
ზუგდიდში ასევე უახლოეს ხანში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნება და მოგვარდება ქალაქში ტრანსპორტის მოსაცდელების არარსებობის პრობლემა.
მასალის გამოყენების პირობები