დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა, სადაც 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული განცხადება გააკეთა. მათი მოთხოვნაა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მთლიანი და მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას გადაყენება. როგორც თავად აცხადებენ, აფხაზეთის მთავრობა ამ დრომდე ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული კადრები ძველ სამუშაო პოლიტიკას ატარებენ. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვანაა, ახალი პროგრამითა და ხედვით კონკრეტულ სფეროში მუშაობის განახლება.
ბრიფინგზე ასევე საუბარი შეეხო, ყოფილი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თორნიკე კილანავას სხვა თანამდებობაზე დანიშვნას. მათი თქმით კილანავა თანამდებობიდან კი არ გაათავისუფლეს არამედ ადგილი ჩაანაცვლეს.
უახლოეს მომავალში ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევას აპირებენ სადაც ბარამიას გადაყენების თაობაზე მოთხოვნას წამოაყენებენ.
დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თეონა ქარდავას განცხადებით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ზუგდიდში საპროტესტო აქციებს გამართვას არ გამორიცხავენ. აღნიშნა მედიასთან საუბარში ქარდავამ.
"აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანლის სამეგრელო-ზემო სვანეთში შეცვლა კონკრეტულად ოთარ გოგოხიას დანიშვნა არის დევნილებისთვის მიუღებელი ვინაიდან ემსახურება წინა ხელისუფლებას და დანიშნულია გიორგი ბარამიას მიერ. ბარამიამ თავად განაცხადა, რომ მათ საქმიანობაში არავითარი ცვლილება არ იქნება, ვიმუშავებთ ისე როგორც ვმუშაობდით. სწორედ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ამას ვაპროტესტებთ",-განაცხადა მედიასთან საუბარში დევნილთა საინიოციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კობა ვაზგანავამ.
მასალის გამოყენების პირობები