ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი სასტუმრო "ოდიშის" შენობის პირველ სართულზე მდებარე სათამაშო კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები რადიო "ათინათთან" საუბარში ყვებიან, შენობიდან კვამლი გამოდიოდა და დამწვრის სუნი იდგა, რის შემდეგაც სახანძრო–სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და საგამოძიებო პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.
სახანძრო– სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა რადიო "ათინათს" ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ძველ სათამაშო აპარატებზე გაჩენილი ცეცხლი დაუსახელა.
ინციდენტის ადგილას სათამაშო კლუბის მეპატრონე არ იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები