ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში დემნა შენგელაიას 17 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რადიო "ათინათს" სახანძრო-სამაშველო სამსახურის დისპეჩერმა ჟანა ჩხეტიამ აცნობა. სამაშველო ჯგუფი ადგილზე გასულია და ამ წუთებში ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს. ასევე ჩხეტიას თქმით ხანძრის გამომწვევი მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები