ტიტანიკის“, „ავატარის“, „სტარ ტრეკისა“ და „ბრწყინვალე გონების“ კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი კალიფორნიაში თვიმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება.
ჰორნერი მცირე ზომის თვითმფრინავს მართავდა, რომელმაც კატასტროფა სანტა-ბარბარადან 100 კილომეტრის დაშორებით განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.
61 წლის ჰორნერის გარდაცვალება დაადასტურა მისმა თანაშემწემ სილვია პატრიციამ.
შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჰორნერის სახელზე რეგისტრირებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, თუმცა პილოტის ამოცნობა ჯერ არ მომხდარა.
1998 წელს ფილმ „ტიტანიკზე“ მუშაობისას ჰორნერმა „ოსკარის“ ორი პრემია მიიღო ნომინაციებში „საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო სიმღერა“. მან
My Heart Will Go On-ი უილ ჯენინგსთან ერთად დაწერა, რომელსაც სელიონ დიონი ასრულებდა.
კომპოზიტორი ასევე მუშაობდა ცნობილ ფილმებზე; „კასპერი“, „ჯუმანჯი“, „მამაცი გული“, „ტროა“ „ზოროს ნიღაბი“ და „ახალი ადამიანი-ობობა“.
მასალის გამოყენების პირობები