Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/maroooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/maroooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/maroooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/maroooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თვითმმართველობის საქმიანობის შუალედური ანგარაშის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მეორე შუალედური ანგარაშის პრეზენტაცია დღეს ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში გაიმართა. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , ანგარიშში თნამდებობის პირთა საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებების საკითხებია ასახული. ასევე შეფასებულია მათი საქმიანობის სამართლებრივი პროცედურული ნორმები. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა დასკვნები ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროგრამებთან დაკავშირებით. ერთერთი სოციალური პროგრამა, სოციალურად დაუცველი პირების უფასო სადილით უზრუნველყოფას ითვალისწინებს , მეორე კი სოფელ ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტის დაფინანსებას მოიცავს. არჩილ თოდუამ ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერჯერობით რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია , თუმცა ისინი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას აპირებენ. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას მათ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი გაითვალისწინეს, თოდუას განამარტებით ეს ეხება საჭირო ინფორმაციების გასაჯაროებას. „ვფიქრობთ რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობის პირობებში არის შესაძლებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება,“–აღნიშნავს თოდუა. ჯურნალისტების კითხვაზე აპირებს თუ  არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეკომენდაციების გათვალისწინებას, მაია ღურწკაიამ განაცხადა, რომ გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხის გახარჯვა გამჭვირვალედ მოხდეს ,“ თუ არასამთავროების მიერ იქნა ისეთი რეკომენდაციები მოწოდებული, რომელიც შეიძლება ჩვენს საქმიანობაში გამოვიყენოთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ, თუმცა მათი საქმიანობა ხშირად ბევრ კითხვას ბადებს. მათ აქვთ დაუკონკრეტებელი ინფორმაციები“– განაცხადა მაია ღურწკაიამ. მისი განმარტებით ნებისმიერ ადამიანს ვისაც აინტერესებს სატენდერო ინფორმაცია შეუძლია მიმართოს გამგეობის სპეციალურ სამსახურს. მისივე თქმით ტენდერში გამარჯვება დახურული ფორმით ხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.