ზუგდიდში, ცენტრალური სუპერმარკეტის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნაა გარევაჭრობის დაშვება. როგორც მოვაჭრეები მედიასთან საუბარში აღნიშნავენ ზუგდიდის გარდა ყველა ქალაქში გარევაჭრობა დაშვებულია. მათი თქმით სამუშაო ადგილის, ყოველდღიური გადასახადის გადახდას, რომელიც 2 ლარს შეადგენს ვერ ახერხებენ და არც გამოყოფილი სავაჭრო ფართი 60 სმ აკმაყოფილებთ. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალ მთავრობასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო გართულდა.
აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სუპერმარკეტის თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ასევე გამყიდველები ყვებიან, რომ ამჟამად გამოყოფილ ტერიტორიაზე, ხილ–ბოსტნეულით მოვაჭრეები მათ ვაჭრობას უკრძალავენ. აღნიშნულ საკითხს თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპლიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია მედიასთან საუბარში უარყოფს და დასძენს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სუპერმარკეტის მშენებლობა, სადაც გარემოვაჭრეები დასაქმნდებიან. ხოლო გარევაჭრობა შეუძლებელია და კანონით იკრძალება. განაცხადა მედიასთან საუბარში მაია ღურწკაიამ.
მასალის გამოყენების პირობები