ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონპერენციაზე მოქალაქე დემნა სხულუხიამ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ედიშერ თოლორაია პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა. როგორც ხსულუხია მედიასთან საუბარში აღნიშნავს, მან ედიშერ თოლორაიას გამგეობის სამსახურში, დასაქმების თხოვნით მიმართა, ხოლო თოლორაიამ მას თავისი პოლიტიკური შეხედულება შეახსენა და უარით გაისტუმრა.სხულუხიას თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო და მას ხელფასის სახით 250 ლარი ეძლეოდა.
პრესკონფერენციის მთავარი მიზანი როგორც სხულუხია ყვება პრემიერ-მინისტრისთვის აღნიშნულ ფაქტზე ხმის მოწვდენაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია, ადასტურებს, რომ სხულუხია გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ძალოვან სტრუქტურაში დასაქმების თხოვნით იმყოფებოდა და აღნიშნავს, რომ ვირაცეების დასაქმება გამგებლის ფუნქციებს აღემატება. დასაქმებისთვის ტარდება სპეციალური კონკურსი და თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. მისივე თქმით ისინი არ აპირებენ, იმ პოლიტიკის გაგრძელებას, როდესაც ადამიანები თანამდებობებზე ნათესაური კავშირით ან ნაცნობობით ინიშნებოდნენ. ამ დროისთვის გამგეობაში დასაქმების მოთხოვნით 6000 ათასი განაცხადია შესული. დასძენს მედიასთან საუბარში მაია ღურწკაია.
მასალის გამოყენების პირობები